Shopping cart
$0.00

როგორ წამოვწიოთ საიტი საძიებო სისტემების წინა პოზიციებზე

საერთოდ ყველაზე მთავარი არის მომხმარებლების გაზრდა საიტზე, რასაც არ აკეთებენ საიტების 95%.  ამისათვის საჭიროა ისეთი მუშაობა, რომელიც შედეგად გამოიწვევს  რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის შესვლას საიტზე. უმეტესი კომპანიები კმაყოფილდებიან ლამაზი საიტით და გონიათ, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, არადა ამით იწყება ყველაფერი. როგორც ზევით ავღნიშნე ახალი  საიტი ჩათვალეთ განთავსებულია “ტყეში”, რადგან მის შესახებ არავინ იცის, როგორც ახალი სასტუმრო “ტყეში”. მაგრამ ხომ უნდა მიიღოთ შედეგი, რისთვისაც ააშენეთ ის?  იგივე შეიძლება ითქვას საიტზეც.  როგორ უნდა დავიწყოთ საიტიდან შედეგის მიღება? ამ შედეგამდე მისასვლელ გზას პირობითად დავყოფდი ორად: მარტივ და შედარებით რთულ გზად.  მარტივი თავიდანვე უნდა გაკეთდეს და ეს შეუძლია თავად საიტის მფლობელებს, კერძოდ დაავალოს თავის თანამშრომელს შემდეგი:

v  მარტივი გზა:

1). იქონიეთ კარგი კონტენტი. პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება საიტზე განთავსებულ ტექსტებს და მასალებს, ვგულისხმობ ფორმას და შინაარსს.  ის უნდა იყოს გამართული, კარგად აღქმადი საიტის მომხმარებლისთვის და უნდა შეეფერებოდეს თქვენს ბიზნესს. ტექსტებში უნდა ჩანდეს თქვენი პროფესიონალიზმი და ასევე პატივისცემა მომხმარებლის მიმართ. არაა საკმარისი დადოთ ის ტექსტი, რაც პირველი ფიქრისთანავე მოგივათ თავში. მას უნდა ჰქონდეს მარკეტინგული  დატვირთვა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ მომხმარებელი დაინტერესდეს თქვენი კომპანიით, მინიმუმ დაიმახსოვროს ეს კომპანია შემდგომი საჭიროებისათვის.

2). საიტის რეგისტრაცია კატალოგებში. მიეცით საშუალება თქვენს მომხმარებელს მოგძებნოთ ინტერნეტში. კეძოდ, ინტერნეტში არსებობს უამრავი საიტი-კატალოგი, სადაც მარტივი რეგისტრაციების გავლით თქვენ დაარეგისტრირებთ თქვენს საიტს:  დასახელება, საქმიანობის სფერო, მოკლე დახასიათება, საკონტაქტო ინფორმაცია, საიტის მისამართი და სხვა.  რა თქმა უნდა ზოგიერთ ასეთ საიტზე რეგისტრაცია შეიძლება ფასიანიც იყოს, მაგრამ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირველ ეტაპზე ყველა უფასო კაატლოგი გამოიყენოთ. ასეთი საიტების შერჩევისათვის მიაქციეთ ყურადღება რამდენად პოპულარულია ის, შეაფასეთ მომხმარებლების რაოდენობით. ეს პროცედურა არის მუდმივი პროცესი, კვირიდან კვირამდე დაამატეთ თქვენი საიტი ახალ კატალოგებში, რადგან ბევრი ასეთი საიტი მომავალშიც შეიქმნება. თუ ვარაუდობთ, რომ მოემსახურებით უცხოურ ბაზრებს, მაგალითად, თუ ხართ ტურისტული სააგენტო, მაშინ განათავსეთ თქვენი საიტი უცხოურ კატალოგებშიც, ინტერნეტში ასეთი არსებობს ასობით.

3).  განცხადებების განთავსება საიტებზე, რომლემსაც მეორენაირად უწოდებენ “ინტერნეტ დაფებს”. აქ შესაძლებელია განთავსდეს  განცხადებები თქვენი მომსახურებების შესახებ. ასეთ განცხადებებში თუ მიუთითებთ თქვენი საიტის მისამართსაც, მომხმარებელს საშუალება ექნება შემოვიდეს თქვენი კომპანიის  საიტზე და განცხადების წაკითხვის  შემდეგ უფრო ვრცლად გაეცნოს თქვენს საიტს. ამ საშუალებით თქვენ შეუწყობთ თქვენ მომხმარებელს ადვილად  მოგძებნოთ ინტერნეტში და დაგიკავშირდეს.

4).  ფასიანი რეკლამა. თუ საიტის რეკლამისათვის გამოყოფილი გაქვთ გარკვეული ბიუჯეტი, შეგიძლიათ პოპულარულ საიტებზე განათავსოთ სარეკლამო ბანერი, საიდანაც მომხმარებელი დაწკაპუნებით გადავა თქვენს საიტზე. ასეთი სარეკლამო საიტების შერჩევისათვის გაითვალისწინეთ  ორი პარამეტრი: პირველი – მომხმარებლების რაოდენობა; მეორე – შემოდის თუ არა ამ საიტზე თქვენი მიზნობრივი სეგმეტი.  გაითვალისწინეთ ის, რომ ინტერნეტში ცნობადობის და მუდმივი მომხმარებლების მოპოვება დროს მოითხოვს. მოთმინებით უნდა გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები და თქვენი საიტი აუცილებლად მოგიტანთ შედეგს. ვისაც ძალიან ეჩქარება მოუწევს დიდი ფინანსების დახარჯვა რეკლამაში, მაგრამ  ასეთი რეკლამის შეწყვეტისთანავე ყველაფერი ქრება. ფასოანი რეკლამის საშუალება იძლევა კარგ შედეგს, მაგრამ მხოლოდ დროის აქტიურ შუალედში. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ უფასო საშუალებებს, მათ აქვს შედეგის მიღების ხანგრძლივი სტაბილური ხასიათი. ამ ყველაფერს ეძახიან საიტის წინ წაწევას ინტერნეტში.

v  რთული გზა. საიტის წინ წაწევა პროფესიონალურად. 

ამ ნაწილს ვერანაირად ვერ ავხსნი ისეთი ენით, რომ აქედან შევძლო თქვენი სწავლება, რადგან სახელწოდებიდანვე ჩანს, რომ ის ითხოვს გარვეულ პროფესიულ ცოდნას ინტერნეტ სფეროში. მაგრამ შევეცდები ჩამოვთავალო და პატარა განმარტებები გავუკეთო თითოეულ მათგანს:

1).  ტექსტების SEO ოპტომიზაცია საძიებო სისტემებში. ამის შედეგი იქნება ის, რომ თქვენი სატი Google-ს ან სხვა საძიებო სისტემებში დაიკავებს ზედა პოზიციებს  შესაბამისი საკვანძო სიყვებით ძებნისას;

2).  Pagerank. სპეციალური მარკეტინგული და ტექნიკური სამუშაოების  ჩატარება ინტერნეტში, რომ გაიზარდოს თქვენი საიტის რანგი. ეს პარამეტრი არის ერთ-ერთი, რაც ასევე მოქმედებს საძიებო სისტემებში ზედა პოზიციების დაკავებაზე;

3)სოციალურ საიტებზე კომპანიის პირადი გვერდის შექმნა და მისი მართვა მომხმარებლების მოზიდვის მიზნით;

4). ads.google.com-ის სიტემაში თქვენი საიტის რეგისტრაცია და ფასიანი რეკლამის გაკეთება google-ს სისტემაში, რაც ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე რომელიმე საიტზე ფასიანი ბანერის დადება. ამის მაგვარი პროექტები უკვე არსებობს ქართულ ბაზარზეც;

5). ფასიანი რეკლამის გაკეთება სოციალურ ქსელებში, ეს სამუშაო გარკვეულ პროფესიონალურ ცოდნას მოითხოვს;

6). მარკეტინგი სტატიების მეშვებოთ. ძლიან კარგი საშუალებაა იმიჯის და ცნობადოს გაზრდისთვის. მოითხოვს ინტელექტუალურ მუშაობას და შედეგის მიღება გაწელილია დროში;

7). მარკეტინგი ფორუმების მეშვეობით; 

8).  მარკეტინგი ელ-ფოსტების მეშვეობით;

რა თქმა უნდა ასეთი პროფესიული მომსახურება მოითხოვს დიდ ცოდნას და შრომას და/ან ფინანსებს, ამიტომ მისი განხორციელება ბევრ კომპანიას არ შეუძლია, მაგრამ ყველას შეუძლია გააკეთოს საიტის წინ წაწევის მარტივი გზა, მითუმეტეს, რომ ამ მარტივგზასაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, საიტების 95% არ აკეთებს. ამის ფონზე თქვენი საიტი მაინც მიიღებს საკმაოდ მაღალ რეიტინგს თავის სეგმენტში (კონკურენთებთან მიმართებაში)  გარკვეული დროის შემდეგ.

წყაროები

http://saitebi.site/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%96/

http://www.webconnect.ge/index.php?dispatch=pages.view&page_id=14

Uncategorized

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous reading
როგორ წამოვწიოთ საიტი საძიებო სისტემების წინა პოზიციებზე
Next reading
რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვიტავთ საიტის დამზადება შეუკვეთოთ