Shopping cart
$0.00

რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვიტავთ საიტის დამზადება შეუკვეთოთ

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად საჭიროა ზევით მოცემული საკითხების კარგი გაანალიზება. ბუნებრივია ყველა დამკვეთი იბრძვის, რომ მიიღოს რაც შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი იაფად, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.  არსებობს რეალური საბაზრო შეფარდება ფასსა და ხარისხს შორის.  ჩამოვთვლი რამდენიმე კრიტერიუმს, რითაც უნდა შეფასდეს ვებ სტუდია ვინც განახორციელებს თქვენი საიტის დამზადებას:

v  საიტის დამზადების ფასი. პირველ რიგში ყველა დამკვეთს აინტერესებს ღირებულება. რა თქმა უნდა საიტი არ უნდა ღირდეს ძვირი თავის შესაბამის კატეგორიაში (პირადი, სავიზიტო, კორპორატიული . . .).  გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძლება ღირებულებით სავიზიტო საიტი შეუდარდეს ინტერნეტ მაღაზიის ან სხვა კატეგორიის საიტს. ზოგადად ინტერნეტში ყველაფერს საიტი ჰქვია, როგორც მანქანა ჰქვია საერთოდ ყველაფერს, რაც გზაზე მოძრაობს. აქედან გამომდინარე ყველა მანქანის ერთმანეთთან შედარება არაა სწორი;

v  პროფესიონალიზმი საიტის დამზადებაში. გასათვალისწინებელია შემსრულებლის გამოცდილება და პროფესიონალიზმი.  დაათვალიერეთ მისი შესრულებული საიტები.  თუ შესაძლებელია გაესაუბრეთ მის ყოფილ “დამკვეთებს”.  გაესაუბრეთ პირადად ვებ სტუდიასაც და გაითვალისწინეთ საუბრიდან მიღებული შთაბეჭდილება.

v  პარტნიორობა საიტის დამზადების შემდგომ. აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენად მზარდი და მყარია ვებ სტუდია. არის თუ არა შანსი იმისა, რომ შერჩეული კერძო ვებ მასტერი ან ვებ სტუდია მომავალში შეწყვეტს საქმიანობას და თქვენ მომავალში მოგიწევთ სხვასთან ურთიერთობა, რაც ძალიან ცუდია ამ სფეროში. რადგან ყველა ვებ სტუდია საიტებს ამზადებს თავის მიერ შექმნილ პროგრამულ “ძრავზე” (CMS) და მომავალში სხვა ვებ სტუდიას არანაირი სურვილი არა აქვს განახორციელოს სხვის მიერ დაწერილი ძრავის განვითარება თუ რედაქტირება. ვებ სტუდიისთვის ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ დისკომფორტთან და ზედმეტ შრომასთან. ამ შემთხვევაში სხვა ვებ სტუდიები პირველ რიგში შემოგთავაზებენ ამ საიტის გადატანს საკუთარ პროგრამულ “ძრავზე”, რაც გარკვეულ ღირებულებაში გამოიხატება. ნებისმიერ შემთხვევაში გამოდი თქვენ გიწევთ დამატებით გადახდა, ვიდრე ამას გააკეთებდა პირველი კომპანია, ვინც თავიდანვე საიტი დაგიმზადათ.

v  კონსულტაციები და ინოვაციური მიდგომა საიტის დამზადების დროს.  ვებ სტუდიის შერჩევისას გაითვალისწინეთ  თუ როგორ ესმის ვებ სტუდიას თქვენი. ცდილობს თუ არა მაქსიმალურად ჩაწვდეს თქვენს ბიზნესს, რომ სრულად შეირგრძნოს თუ როგორი საიტი იქნება თქვენთვის შედეგიანი. რამდენად შეძლებს შერჩეული ვებ სტუდია თქვენს გაოცებას თავისი შემოთავაზებით, რომ თქვენი საიტი იყოს წარმატებული.   დამერწმუნეთ საიტი არაა მარტო სავიზიტო ბარათზე მიწერილი მისამართი, ეს არის თქვენი ვირტუალური ოფისმენეჯერი კლიენტებთან ურთიერთობაში და როგორც აირჩევდით თქვენს ოფის მენეჯერს, ისე უნდა შეარჩიოთ პარტნიორი ვებ სტუდია, რადგან მან უნდა შექმნას თქვენი კომპანიის ღირსეული ოფისი ინტერნეტში.

წყარო
http://saitebi.site/blog/

http://www.webconnect.ge/

Uncategorized

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous reading
როგორ წამოვწიოთ საიტი საძიებო სისტემების წინა პოზიციებზე
Next reading
რა უნდა იცოდეთ სანამ გადაწყვიტავთ საიტის დამზადება შეუკვეთოთ